თეთრი სახლი რუსეთის გავლენების წინააღმდეგ 700 მლნ დოლარის გამოყოფის წინადადებით გამოვიდა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბიუჯეტიდან 700 მლნ დოლარი იყოს გამოყოფილი.

ამის შესახებ აშშ-ის ბიუჯეტის პროექტშია ნათქვამი, რომელიც თეთრი სახლის საიტზე განთავსდა.

გამოყოფილი თანხა უნდა იყოს მიმართული: ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად; პარტნიორი-ქვეყნების ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც რუსული სამხედრო შეიარაღების შესყიდვაზე უარის თქმას გულისხმობს; მაკროეკონომიკურ გარემოში სუსტი მხარეების აღმოსაფხვრელად, რომლის ექსპლუატაციას რუსეთი ცდილობს, მაგალითად, ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებით.

გარდა ამისა, 24 მლნ გამოყოფა იგეგმება გლობალური ურთიერთქმედების ცენტრისთვის, რომ მოხდეს რუსეთის პროპაგანდისა და დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

თეთრი სახლის დოკუმენტში რუსეთი ნახსენებია, როგორც „კონკურენტი“ სახელმწიფო, რომელიც ჩინეთთან ერთად აშშ-თვის გამოწვევას წარმოადგენს.

რაც შეეხება ჩინეთის გავლენებთან ბრძოლას, ამისთვის პროექტში 1,5 მლრდ დოლარის გამოყოფაა განხილული.

აშშ-ში ახალი საბიუჯეტო წელი ოქტომბერში იწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები