შეიქმნება თუ არა მოსკოვთან “ნორმანდიული” ფორმატი – ანდრეი რუდენკოვის შეფასება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოვის, განცხადებით, მოსკოვი საქართველოსთან ორმხრივ დიალოგს მიესალმება, თუმცა საქმე არა ფორმატების რაოდენობაში, არამედ დაგროვილი პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ნებაზეა.

ამის შესახებ რუდენკოვმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილის მიერ დეკემბერში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას თქვა.

სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 25 დეკემბერს თქვა, რომ საქართველო-რუსეთს შორის არსებული მოლაპარაკებების ფორმატები ტექნიკურ ხასიათს ატარებენ და შედეგების მომტანი არ არის, ამიტომ, საქართველოსთვის სასარგებლო იქნებოდა „ნორმანდიული“ ფორმატის მსგავსი დიალოგის შექმნა.

„საკითხი არაერთხელ შეგვიფასებია. რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საგანს წარმოადგენს. მოლაპარაკებების აღნიშნული ფორმატმა არსებობის მოთხოვნადობა დაადასტურა. დარწმუნებული ვარ, მისი პოტენციალი ამოწურული არ არის“, – თქვა რუდენკომ.

მისივე თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის სხვა ფორმატებიც არსებობს, მათ შორის ორმხრივი დიალოგისთვის, „რომელთა განვითარებას ყოველთვის მივესალმებით“. მაგალითისთვის მან, პრაღის მოლაპარაკება მოიყვანა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ფორმატების რაოდენობაში არ არის საქმე, არამედ დაგროვილი პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო პოლიტიკურ ნებაში“, – აღნიშნა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები