გიგი უგულავა შსს-ში ოპოზიციონერმა ლიდერებმა ტაშით შეაცილეს

ოპოზიციონერმა ლიდერებმა გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ტაშით შეაცილეს.

უგულავას მხარდამჭერები და ოპოზიციის წამომადგენლები სკანდირებენ „გიგი, გიგი“. ამ წუთებში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დაცვასთან შემოწმებას გადის და ამავდროულად თანაგუნდელებს ემშვიდობება.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები