გრიგოლ ვაშაძე: აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩაგვსვან, ამ ტალღის გაჩერება უკვე შეუძლებელია. გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე დამნაშავედ სცნო და 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები