იდლიბში რუსეთის საჰაერო იერიშს 5 თურქი სამხედრო ემსხვერპლა
იდლიბში, დეესკალაციის ზონაზე, ბაშარ ასადის ძალების მიერ მიტანილი ავიაიერიშის შედეგად, 5 თურქი სამხედრო დაიღუპა, 5 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქმა სამხედროებმა საპასუხო იერიში მიიტანეს, „თურქი სამხედროების სისხლი შურისძიების გარეშე არ დარჩება“.
ასევე აღნიშნულია, რომ ანკარა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს ასევე იდლიბში, საჰაერო იერიშს 7 თურქი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის ერთი წევრი ემსხვერპლა.