თეთნულდზე ჩეხი ტურისტი დაშავდა

ზემო სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ჩეხი ტურისტი დაშავდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საგანგებო სიტუაციების მესტიის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული რაიონულ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა.

უწყების ცნობითვე, ტურისტმა მსუბუქი დაზიანება ზედა კიდურზე მიიღო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები