“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან
“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეხვედრას გამართავენ. ისინი პარტიის ოფისთან ამ წუთებში იკრიბებიან.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის მიზანი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შეჯერებაა.
“ვიკრიბებით იმისთვის, რომ ყველა ის წინადადება განვიხილოთ, რომლითაც მოლაპარაკებების მაგიდასთან მივალთ. ჩვენი მთავარი ამოცანა პროპორციული არჩევნებია და ამას უნდა მივაღწიოთ. განვიხილავთ იმ გზებს, თუ როგორ უნდა მივიდეთ აქამდე. რაც შეეხება, ხელისუფლებას წინადადებას, 100/50-ზე, თუ ამ წინადადებით აპირებენ სასაუბროდ მოსვლას აზრი არ აქვს. ჩვენ ვთქვით, გარკვევით უარი, რომ 100/50-ს არ მივიღებთ, რადგან ეს არის იმ მოდელის დატოვება რაც დღეს არის. დღეს იმიტომ ვიკრიბებით, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, საერთო პოზიციაზე ერთად შევჯერდეთ”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.