ბორჯომის 14 სოფელში “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები გაიმართა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები მიმდინარეობს.
მორიგი საერთო კრება ჩითახევში, ჭობისხევში, ლარებში, დვირში, ქვაბისხევში, საკირეში, ტაძრისში დგვარში, ბაკურიანში, ციხისჯვარში, ჭიხარულაში, ბალანთაში, მოლითში, ტაბაწყურსა და საკირეში გაიმართა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას პროგრამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებს საშუალება ეძლევათ თავად გადაწყვიტონ კონკრეტულად თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის გამოიყენებენ მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას. კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით სოფლებში წელს სასმელი წყლის სისტემის, სანიაღვრე არხების, გარე-განათებისა და ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები ჩატარდება. დაბა ბაკურიანში კი მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის ჯამურად გამოყოფილია 456 000 ათასი ლარი, აღნიშნულ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100% თანადაფინანსების ფარგლებში, იგივე თანხას 456 000 ათას ლარს დაამატებს. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.