ზესტაფონის ცენტრში გასართობი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე სხვადასხვა სახეობის საბავშვო ატრაქციონების დასამონტაჟებლად, მოედანზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიურები და სპეციალური საფარით დაიფარება საბავშვო მოედანი.

სათამაშო მოედნის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 54 900 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ჯთ დიზაინ მეტალი“ ასრულებს.

„ქალქის ცენტრში, კიდევ ერთი გასართობი სივრცე ეწყობა ბავშვებისთვის. ეს არის გარემო, სადაც შეუძლიათ მათ გაერთონ და მხიარულად გაატარონ დრო. საბავშვო ატრაქციონების მოწყობა, მუნიციპალიტეტმა რამდენიმე ლოკაციაზე განახორციელა. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

საბავშვო ატრაქციონები გასულ წელს კულტურისა და დასვენების პარკში, ორ ლოკაციაზე დამონტაჟდა. დამონტაჟდა ასევე სპორტული ტრენაჟორებიც. სავარჯიშო ტრენაჟორები, ქალაქის მასშტაბით, 7 სხვადასხვა ადგილზე მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები