გორთან ცენტრალურ ავტობანზე დაშვებულ ნორმაზე მეტი ტვირთის გამო ტრაილერი ამოტრიალდა

გორთან ახლოს, ცენტრალურ ავტობანზე ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც “რეგიონულ კვირასთან” თვითმხილველმა განაცხადა, ტრაილერს რკინის კონსტრუქციების დიდი მასა ედო, რაც ტვირთმზიდის დაშვებულ ნორმას აღემატებოდა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შს სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის  125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები