თურქეთის სასამართლომ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს „კვეჟოვიჩს“ და 6 პირს პატიმრობა შეუფარდა – დაჯგუფების დანარჩენი წევრები გაუშვეს

თურქეთის სასამართლომ, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, გურამ ჩიხლაძის, იგივე კვეჟოვიჩის, 17-კაციან დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვეჟოვიჩს და კიდევ 6 პირს პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო დაჯგუფების დანარჩენი წევრები, გაათავისუფლეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფება აზერბაიჯანელ ე.წ. კანონიერი ქურდის, ნადირ სალიფოვზე, იგივე ლოტუ გულიზე, თავდასხმას გეგმავდა. ამისთვის ისინი სტამბოლში ჩავიდნენ.

გარდა ამისა, ეჭვმიტანილებმა და გურამ ჩიხლაძემ, 2019 წლის 22 დეკემბერს, ბეშიქთაშის ერთ-ერთ კაფეში, გულის ნათესავი, მაგუ რუსტავსკი სცემეს.

დანაშაულებრივი ჯგუფი 3 თებერვალს დააკავეს. მათგან 9 აზერბაიჯანის მოქალაქეა; 5 საქართველოს; ორი უკრაინის და ერთი რუსეთის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები