შოტლანდიის ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა – მაკკეი 16 წლის ბიჭს სასიყვარულო სმს-ებს უგზავნიდა
შოტლანდიის ფინანსთა მინისტრმა, დერეკ მაკეიმ, თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მედიაში მის მიერ 16 წლის ბიჭისთვის გაგზავნილი, სასიყვარულო შინაარსის შეტყობინებები გავრცელდა.
Reuters- ის ინფორმაციით, მაკეიმ „სულელური საქციელისთვის“ ბოდიში მოიხადა. ყოფილი მინისტრის თქმით, მთავრობაში მუშაობა მისთვის დიდ უპირატესობას წარმოადგენდა და წუხს, რომ მომხრეების და კოლეგების იმედები ვერ გაამართლა.
გაზეთი Sun ადრე წერდა, რომ მაკკეიმ, რომელიც შოტლანდიის პოტენციურ ლიდერად მიიჩნეოდა, ნახევარი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში, 16 წლის ბიჭს, 270-მდე შეტყობინება გაუზავნა, რომელშიც მოზარდს წერდა, რომ ის „საყვარელია“ და ვახშამზე ეპატიჟებოდა.
ერთ-ერთ შეტყობინებაში მოზარდმა მინისტრს მიწერა, რომ მათ „არაფერი არ უნდა სცადონ“. გაზეთმა ასევე ბიჭის დედის ციტირება მოახდინა. ქალი მაკკეის გათავისუფლებას ითხოვდა.
ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ შოტლანდიის პირველ მინისტრს ნიკოლა სტერჯენს შეხვდა და თანამდებობიდან გადადგა.
სტერჯენმა კი, თავის მხრივ, მისი საქციელი „სტანდარტების შეუსაბამოდ“ შეაფასა.
დერეკ მაკკეი – ღია გეია და ორი შვილის მამა. ორიენტაციის შესახებ მან 2013 წელს, ცოლთან დაშორების შემდეგ განაცხადა.