ჩინეთის საგარეო უწყება ყველას მოუწოდებს კორონავირუსთან დაკავშირებულ მცდარ ინფორმაციას არ დაუჯერონ
ჩინეთი კორონავირუსიის გავრცელებასთან დაკავშირებით გამჭირვალე და პასუხისმგებლიან მიდგომას ინარჩუნებს და ყველა მონაცემს ოპერატიულად ასაჯაროვებს.
ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ხუა ჩუნინმა, განაცხადა.
„ყურადღება მივაქციეთ, შექმნილი ვითარების ირგვლივ, გავრცელებულ ჭორებს და სიცრუეს, რომლებიც ვირუსზე უფრო საშიშია. მიაქცევდით ყურადღებას, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ცოტა ხნის წინ, იმედი გამოთქვა, რომ ყველა მხარემ ჭორების გავრცელებისგან უნდა შეიკავოს თავი, ასევე არ გაავრცელოს ისინი“, – აღნიშნა ჩუნინმა.
მისი თქმით, „ზოგიერთ ქვეყანაში შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა საჭირო ზომების მიღება დაიწყეს, რომ პასუხისგებაში იყოს მიცემული ის, ვინც ჭორებს ავრცელებს“.
დიპლომატის თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ყოველდღირ რეჟიმში მართავს ბრიფინგებს, რომელზეც აქტუალურ ინფორმაციას ასაჯაროვებს, „ჩინეთის პასუხისმგელიანმა მიდგომამ, ღიაობამ და ტრანსპარენტულობამ, ასევე დაავადების გავრცელებასთან გაბედულმა და სერიოზულმა ბრძოლამ, მსოფლიო თანამეგობრობის აღიარება მოიპოვა“.