დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ100 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.