საგარეჯოში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ღონისძიება გაიმართა. სოფელ პატარძეულში, პოეტის და საზოგადო მოღვაწის გიორგი ლეონიძის სახლ- მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტ “ეტალონი 2020“ -ის გამარჯვებულმა ლუკა კოტორაშვილმა, საგარეჯოს სახალხო თეატრის მსახიობმა-ნათელა დიღმელაშვილმა, რომელმაც გოგლას პერსონაჟი “ნატვრის ხიდან“ – ფუფალა გააცოცხლა , ასევე, კულტურის სახლთან არსებულმა ბავშვთა და მოზარდთა თეატრის პატარა მსახიობებმა, რომლებმაც ლეონიძის  “ნატვრის ხე“-დან წარმოდგენა გამართეს.

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, პატარძეულის გოგლა ლეონიძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ქართველი კლასიკოსების შემოქმედებიდან ამონარიდები წაუკითხეს.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები