“იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ – ყვარელში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს ყვარელიც შეუერთდა. “იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ – ამ დევიზით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მინიატურა წარადგინეს.

ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ ფოლკლორული ჯგუფები, პოეტები, პედაგოგები და სასულიერო პირები.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას კახეთის რეგიონის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

გუბერნატორის თქმით, ამ ინიციატივას რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა შეუერთდეს, ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, რათა საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე წელს უკვე მეხუთედ აღინიშნება. საქართველოში ამ დღის აღსანიშნავი თარიღი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორმა ორგანიზაციამ „Litword“-მა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები