ჩინეთში შშმ ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა, რომლის მამა კორონავირუსის გამო კარანტინში მოათავსეს

ჩინეთში თანამდებობიდან ორი ჩინოვნიკი გაათავისუფლეს, რომლებმაც კარანტინზე ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვის მამა გაუშვეს.

16 წლის იან ჩენი, გასულ კვირას, შიმშილით გარდაიცვალა. მამამისი და ძმა ერთი კვირით ადრე, კარანტინზე გადაიყვანეს, ბიჭს სხვა ნათესავი არ ჰყავდა.

არსებული ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში ბავშვმა მხოლოდ ორჯერ მიიღო საკვები.

მედიის ინფორმაციით, მანამდე ბავშვის მამა ადგილობრივ სოციალურ ქსელში წერდა და ხალხს დახმარებისკენ მოუწოდებდა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება, ჭამა და თავის მოვლა არ შეუძლია, საკვების და წყლის გარეშე სახლში მარტო დარჩა.

მომხდარის შემდეგ ხუბეის პროვინციის ერთ-ერთი ქალაქის მერი და კომუნისტური პარტიის ადგილობრივი კომიტეტის მდივანი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

საქმის გამოძიება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები