დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას, ჩვენი პასუხისმგებლობაა საქმის კეთება, კანონ-პროექტების განხილვა და ქვეყნის მომავალზე ზრუნვა
ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას, ჩვენი პასუხისმგებლობაა საქმის კეთება, კანონ-პროექტების განხილვა, ქვეყნის მომავალზე ზრუნვა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პროპორციულ საარჩევნო სისტემას მოითხოვენ.
მათიკაშვილი ყველას მოუწოდებს, რომ პოზიტიურად მოიქცნენ, რათა საზოგადოება არჩევნებისთვის მოემზადოს.
“ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას, ჩვენი პასუხისმგებლობაა საქმის კეთება, კანონ-პროექტების განხილვა, ქვეყნის მომავალზე ზრუნვა. ეს პასუხისმგებლობა სამწუხაროდ, ოპოზიციას არ აქვს. შესაბამისად, ისინი ამ გადაწყვეტილებაში “თავისუფალნი” არიან. მე მოვუწოდებდი ყველას, რომ სწორედ ასე მოიქცნენ და არა დესტრუქციულად, არა ხელის შეშლით, არამედ პოზიტიურად იმისთვის, რომ საზოგადოება არჩევნებისთვის მოემზადოს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.