ქობულეთში მეწყრის შედეგად ელექტროგადამცემი ბოძები დაზიანდა – 40 ოჯახი ამ დრომდე უშუქოდაა
ქობულეთში უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ელექტროგაყვანილობის ხაზები დაზიანდა. ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება აღუდგა, თუმცა 40-მდე აბონენტი კვლავ უშუქოდ რჩება.
ენერგომომმარაგებელი კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა დილიდან განაახლა სამუშოები. მათი განცხადებით, ელ.ენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში სრულად აღდგება.