ლევან ნიკოლეიშვილი: ის ფაქტი, რომ ირაკლი შოთაძემ გარკვეული პროექტი წარუდგინა ბიძინა ივანიშვილს, არც უცნაურია და არც დასაგმობი

ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ ირაკლი შოთაძემ გარკვეული პროექტი წარუდგინა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მიმართული იყო ახალგაზრდების განათლების ამაღლებისათვის, არც უცნაურია და მით უმეტეს, არც დასაგმობი,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რაც მეტი კარგი პროექტი შეიქმნება და შემდგომში განხორციელდება, მით უკეთესი ქვეყნისთვის.

“ძალიან კარგია, თუ გენერალური პროკურორი ზრუნავს ამ მიმართულებით, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენ ქვეყანას, ამასთან, საქვეყნოდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს არაერთ პროექტს და შესაბამისად, ამ შეხვედრაში არაფერია უცნაური და მითუმეტეს, სკანდალური. ამ შეხვედრაში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ხაზარაძეც ადასტურებს, რომ ირაკლი შოთაძე შეხვედრაში არ მონაწილეობდა და ის უბრალოდ ესწრებოდა საუბარს… სამწუხაროდ, ზოგიერთს ხშირად უცნაური რაღაცები აწუხებს (ალბათ, ბოღმით ან ქვეყნის არ სიყვარულით !) და არ იციან რაზე იდავონ, კიდევ ერთხელ რაც მეტი კარგი პროექტი შეიქმნება და შემდგომში განხორციელდება მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები