განათლების სამინისტროსთან უცხოეთიდან უგამოცდო მობილობის მოთხოვნით სტუდენტების აქცია მიმდინარეობს

განათლების სამინისტროსთან უცხოეთიდან უგამოცდო მობილობის მოთხოვნით სტუდენტების აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

საქართველოს მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც კიევის, ერევნის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტებში 2019 წელს ჩაირიცხნენ, საქართველოს უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლა უგამოცდოდ სურთ.

სტუდენტების ნაწილს განათლების სამინისტროსთან კარვები აქვთ გაშლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები