კენიაში სკოლაში ჭყლეტის დროს, სულ მცირე, 14 ბავშვი დაიღუპა
კენიის, ქალაქ კაკამეგას საჯარო სკოლაში, ჭყლეტის დროს, სულ მცირე, 14 ბავშვი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, ბავშვები სკოლის გასასვლელისკენ წავიდნენ, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.
ინციდენტის შედეგად 40 მოსწავლე დაშავდა, მათ შორის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფებიც არიან მოთავსებული.
დაწყებულია გამოძიება.