ოკუპირებული აფხაზეთის წინასაგამოძიებო იზოლატორში ბრალდებული მოკლეს

ოკუპირებული აფხაზეთში დრანდის წინასაგამოძიებო იზოლატორში, ბრალდებული, 1981 წელს დაბადებული, ასტამურ ძიძარია მოკლეს.

ე.წ.გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.

წინასწარი მონაცემით, ძიძარიას მკვლელობა 00:00 – 05:00 საათის პერიოდში მოხდა, ცხედრის გარეგანი დათვალიერებით, ძიძარიას ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

ასტამურ ძიძარია, 2017 წელს გუდაუთაში დიმიტრი ოზგანის მკვლელობის თამზრახველობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენაში იყო ბრალდებული.

მისი საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში ბოლო სტადიაზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები