ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება და სირცხვილის კორიდორის მოწყობა გადაიდო
ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი პარლამენტის შენობის პიკეტირება და სირცხვილის კორიდორის მოწყობა გადაიდო.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით ამის მიზეზი ბაღდათში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანის, მათ შორის ოთხი ბავშვის დაღუპვაა.
“ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე პოლიტიკურმა პარტიებმა ისევე, როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა კონსულტაციით გუშინ ღამით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია-პიკეტი და სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასეთი ენითაღუწერელი ტრაგედიის ფონზე ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.