ლაშა დარსალიამ ისრაელის ელჩს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების აუცილებლობას.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ისრაელის სახელმწიფოს ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის თაობაზე, ასევე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია ქვეყნის დეოკუპაციისა და ომის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე და ხაზი გაუსვა ამ უმნიშვნელოვანესი ფორმატის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარებისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისრაელის ელჩს წარმატება უსურვა ახალ პოზიციაზე და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

მხარეები მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები