ბაღდათის მუნიციპალიტეტში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა დაიწყო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა დაიწყო.
მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ დიმში, საიმედოსა და ვარციხეში გაიმართა. სოფელ დიმის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად გარე განათებების მოწესრიგება დაასახელა, სამუშაოებისთვის 20 000ლარი გამოიყოფა.
სოფელ საიმედოს მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით კი, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, რომლისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება.
სოფელ ვარციხეში კი, მოსახლეობის ინიციატივით, გარე განათების ლამპიონები განთავსდება და სამუშაოები, 20 000 ლარით დაფინანსდება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტების დასაფინანსებლად სულ 346 000 ლარია გამოყოფილი.
საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ. საერთო კრებები 5 თებერვალს დასრულდება.