ახალციხეში გრიპის პრევენციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ახალციხეში, საქართველოს უნივერსიტეტის ოფისში, მოსწავლე-სტუდენტებისათვის გრიპის პრევენციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სემინარი მოწვეულმა სპიკერებმა, საექთნო საქმის დეპარტამენტის უფროსმა და სიმულაციური ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა ჩაატარეს.

“ბოლო დროს მსოფლიოში ძლიერი გრიპის სახეობები გავრცელდა,ამიტომ გადავწყვიტეთ ახალციხელი მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაგვეტარებინა და მათთვის ის ძირითადი რჩევები მიგვეცა, რაც ვირუსის დროს დაეხმარებათ. აქ დამსწრე ახალგაზრდები ამ ინფორმაციას ოჯახის წევრებს გააცნობენ, ისინი კვლავ გაავრცელებენ ამ რჩევებს და ამით გრიპის პრევენციაც მოხდება“,- გვიყვება საექთნო საქმის დეპარტამენტის უფროსი მაია გოგაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში, გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის ხერხებიც განიხილეს. სტუდენტების თქმით, მიღებულ რჩევებს მომავალში აქტიურად გამოიყენებენ.

“მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია ბოლო დროს გავრცელებულ ვირუსებზე. ვისაუბრეთ კორონა ვირუსზეც. მომხსენებლებმა რეკომენდაციები მოვგცეს, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი ტიპის ვირუსები, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის სემინარები საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განუცხადა “რეგიონულ კვირას“ ვარსენიკ ვართანიანი.

სემინარის დაწყებამდე სპიკერებმა აუდიტორიას საქართველოს უნივერსიტეტის სკოლის პროგრამები გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები