აშშ ევროპაში 20 ათას სამხედროს გაგზავნის

აშშ უახლოეს თვეებში, ევროპაში, ნატოს სამხედრო სწავლების Defender Europe 2020-ის ფარგლებში, 20 ათას სამხედროს გაგზავნის.

უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, ევროპაში აშშ-ის ჯარის ფართომასშტაბიანი განლაგება პირველად მოხდება.

სწავლებაში ჯამში, ნატოს 18 ქვეყნისა და მოკავშირის 37 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

სწავლებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები თებერვალში დაიწყება, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი მაისში და ივნისში გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში გაიმართება.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, სწავლება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის.

მისი თქმით, აშშ-მა დადგენილი წესების შესაბამისად, სწავლების გამართავსთან დაკავშირებით რუსეთს ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები