ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 80 წლის ქალი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 80 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა კობალაძის ქუჩაზე მოხდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა გარდაცვლილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენა.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები