“კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია, იყოს საპროტესტო აქციები, მაგრამ ის, რომ საქართველოს დესტაბილიზაციის საფრთხე დაემუქროს ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება”
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის გეგმას გამოეხმაურა.
მაჭარაშვილის თქმით, კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია, იყოს საპროტესტო აქციები, მაგრამ ის, რომ საქართველოს დესტაბილიზაციის საფრთხე დაემუქროს ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.
„მინდა, ეს იმ ოპოზიციას შევახსენო, რომელიც პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს და გადასულია დესტრუქციულ ქმედებებზე. სამწუხაროდ, ისინი საქართველოს პარლამენტში მოსახლეობამ აირჩია მათ შორის, საქმიანობისთვის და თუნდაც, კრიტიკული გამოსვლებისთვის. კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია, იყოს საპროტესტო აქციები, მაგრამ ის, რომ საქართველოს დესტაბილიზაციის საფრთხე დაემუქროს, ეს არც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და არც პარტნიორებისას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დიპლომატების დახმარებით შეხვედრა გაიმართოს და ოპოზიცია იმ ოპტიმალურ ვარიანტს დათანხმდეს, რაც საარჩევნო სისტემაზე შევთავაზეთ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას ხვალ გეგმავს. სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების და მათი მხარდამჭერების ისევ გააქტიურება, საგაზაფხულო სესიის გახსნას უკავშირდება.