კახა კალაძე: ლობისტურ კომპანია “Chartwell Strategy Group”-თან ხელშეკრულების გაგრძელებას მივესალმები
თბილისის მერი კახა კალაძე ლობისტურ კომპანია “Chartwell Strategy Group”-თან ხელშეკრულების გაგრძელებას მიესალმება.
მისი თქმით, კონგრესმენებთან და სენატორებთან კომუნიკაცია და მათთვის დამატებითი ინფორმაციების მიწოდება მნიშვნელოვანია.
“ხელშეკრულების გაგრძელებას და ზოგადად კონგრესმენებთან, სენატორებთან ურთიერთობას მივესალმები. სათქმელი ძალიან ბევრია, იმ არაზუსტ და არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ წერილებში ვნახულობდით, რომლებიც ქვეყნდებოდა. შესაბამისად, კონგრესმენებთან, სენატორებთან კომუნიკაცია, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, რომ არ იყოს ცალმხრივად მიწოდებული, ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანია “Chartwell Strategy Group”-თან თანამშრომლობა განაახლა. ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას კონგრესთან და ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში, პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად დაეხმარება. ასევე, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში შტატების მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმუშავებს.
ხელშეკრულების ასლი აშშ-ს იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.