დავით ზალკალიანი საფრანგეთს ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის მადლობას უხდის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საფრანგეთს ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ განცხადება მინისტრმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მადლობა საფრანგეთს კორონავირუსით დაზარალებული უხანიდან საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაციისთვის. მაშინ, როდესაც სასიკვდილო ვირუსი საზღვრებს მიღმა ვრცელდება, ერთადერთი გზა, რომლითაც მსოფლიო მისი გავრცელების შეჩერებას შეძლებს, ერთად დგომაა“, –წერს ზალკალიანი.