დავით ზალკალიანი ვაშინგტონს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიმდინარე წლის 4-7 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები