სოფელ კოდასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ კოდასთან  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო ეკიპაჟები.

​როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლთ დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები