გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ ნიგვზიანში დაფნის საწარმო მოინახულა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანში დაფნისა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს.
საწარმო გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მოინახულა და მის მუშაობას ადგილზე გაეცნო.
საწარმო, 2019 წელს სახელმწიფო პროგრამის “სოფლად ახალგაზრდა მეწარმის ხელშეწყობის“ ფარგლებში, 59 ათასი ლარით დაფინანსდა. მეწარმემ ასევე შეღავათიანი აგროკრედიტით 100 ათასი ლარის ოდენობით ისარგებლა. დაფნის საწარმო 2018 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც 24 ადგილობრივია დასაქმებული. დამფუძნებელი უახლოეს მომავალში საწარმოს გაფართოებას გეგმავს, რაც დამატებით 8 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.