რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

ქალაქ რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობაც. საბავშვო ბაღი 150 სკოლამდე აღსაზრდელზეა გათვლილი.

აღნიშნული სიახლის შესახებ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ადგილობრივებს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ტაბაღუამ განაცხადა , ძველ რუსთავში ნამდვილად იდგა ბაღების პრობლემა და მოსახლეობა ინტენსიურად ითხოვდა ბაღის აშენებას.

” ძველ რუსთავში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, პრობლემაა ბაღების და მოსახლეობამ სწორად წამოჭრა ეს პრობლემა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვეძინა პროექტი და მოგვეძიებინა თანხა. ასევე, გვჭირდებოდა მოსახლეობის თანხმობა ამ პროექტის განხორციელების შესახებ . ეს ყველაფერი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დაფინანსდება”,- განაცხადა ტაბაღუამ.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონ 600 ათასი ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები