ჩეხეთში გრიპს 12 ადამიანი ემსხვერპლა
ჩეხეთში A ტიპის გრიპის ვირუსს, 12 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ქვეყნის ჰიგიენური სამსახურის უფროსმა, ევა გოტვალდოვამ, ჟურნალისტებს განუცხადა, ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 1865 დაავადებული მოდის.
დაავადებულთა უმრავლესობა ბავშვები და მოხუცები არიან. მისი თქმით, გასულ კვირასთან შედარებით, დაავადებულთა რიცხვი, თითქმის, სამჯერ გაიზარდა.
გოტვალდოვა მოქალაქეებს მოუწოდებს, გრიპის დაავადებისთვის გამახასიათებელი ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, სახლში დარჩნენ.
გრიპის ეპიდემიასთან დაკავშირებით, საავადმყოფოების უმრავლესობაში პაციენტების მონახულებაა აკრძალული, ქვეყანაში საბავშვო დაწესებულებების უმრავლესობა დახურულია.