თეთრიწყაროში სკოლის მშენებლობის პროცესი სახელმწიფო რწმუნებულმა მოინახულა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები დღეს ქვემო ქართლში სახლმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ მოინახულეს.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა „რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კიდევ ორი სკოლა აშენდება.
“აღნიშნული სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ამასთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კიდევ ორი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტის შენობები აშენდება”,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
სოფელ ანაგეთის ახალ საჯარო სკოლაში 60 მოსწავლე ისწავლის. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული. მოეწყობა პანდუსები და სპეციალური ლიფტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. სკოლას კეთილმოწყობილი სტადიონი და მინი ფეხბურთის მოედანი ექნება.სამუშაოები გასული წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1. 500 000 ლარს შეადგენს.