არჩილ თალაკვაძე USAID-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და USAID-ს შორის თანამშრომლობის სექტორული მიმართულებები, მიღწევები და პრიორიტეტები განიხილეს. მხარეები მიესალმნენ USAID-ის ახალ პროგრამას, რომელიც ქალთა და ახალგაზრდების მეწარმეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. შეხვედრაზე საუბარი ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს შეეხო.
არჩილ თალაკვაძემ ბონი გლიკს USAID-ის მიერ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.