არჩილ თალაკვაძე ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ისრაელის სახელწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობები შეაფასეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო საპარლამენტთაშორისო და დინამიური სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე. არჩილ თალაკვაძემ ელჩთან საქართველოს წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, ასევე, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო რეფორმები გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები