ილია მეორე თურქეთის პრეზიდენტს სამძიმრის წერილს უგზავნის
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილს უგზავნის.
ილია მეორე თურქეთში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპული ხალხის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“თქვენო აღმატებულებავ, დიდად ვწუხვარ, რამდენიმე დღის წინ თურქეთში ელაზიგის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიიღეთ ჩვენი თანადგომა და გთხოვთ, ჩვენი გულისტკივილი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თურქეთის ხელისუფალთ, სულიერ ლიდერებსა და ხალხს”, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.