ამირან გამყრელიძე: ჩინეთიდან დღეს დაბრუნებულ ქალს აეროპორტში ცხელება, რესპირაციული ინფექციის სხვა ნიშნები აღენიშნებოდა
ჯერ არ გაჟღერებულა და პრევენციულად გეუბნებით, დღეს, დღის მეორე ნახევარში ქართველი ქალბატონი, საქართველოს მოქალაქე ჩინეთიდან ტრანზიტული რეისით დაბრუნდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქალს ცხელება და რესპირაციული ინფექციის ნიშნები აღენიშნებოდა.
“ჯერ არ გაჟღერებულა და პრევენციულად გეუბნებით, დღეს, დღის მეორე ნახევარში ქართველი ქალბატონი, საქართველოს მოქალაქე ჩინეთიდან ტრანზიტული რეისით დაბრუნდა და აეროპორტში ცხელება, რესპირაციული ინფექციის სხვა ნიშნები აღენიშნებოდა. ამჟამად ხდება მისი ინფექციურ საავადმყოფოში ტრანსპორტირება და ჩვენი ბრიგადა გასულია აეროპორტში, იქვე იღებენ სინჯს და მოლეკულური კვლევა “ლუგარის ცენტრში” ჩატარდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.