ყაზახეთში კორონავირუსის ეჭვით 54 ადამიანია ჰოპისტალიზირებული

ყაზახეთში, 30 იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსის ეჭვით 54 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ელჟან ბირთანოვმა განაცხადა.

„მათგან 14-ს არ დაუდასტურდა, ისინი გამოჯანმრთელდნენ და საავადმყოფოდან გაწერეს. დღეს სტაციონარებსა და ინფექციურ საავადმყოფოებში 38 ადამიანი რჩება“, – აღნიშნა ბირთანოვმა.

უკანასკნელი მონაცემით, მომაკვდინებელ ახალ კორონავირუსს 170 ადამიანი ემსხვერპლა, ჩინეთში დაავადება 7711 ადამიანს დაუდგინდა, 12167 დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ამ დრომდე დაავადება ფართოდ გავრცელებული არ არის: ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სინგაპურში, აშშ-ში, ტაილანდში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და გერმანიაში ჯამურად, მხოლოდ 50 შემთხვევა ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები