საბერძნეთში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთშუაზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი, კარპატოსის კუნძულიდან 93 კმ დაშორებით, 6 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები