ჯუმბერ იზორია: მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ის სავარაუდო კონტრაბანდის ფაქტები, რაზეც აქ შეკრებულები საუბრობენ (ვიდეო)
ჯუმბერ იზორია: მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ის სავარაუდო კონტრაბანდის ფაქტები, რაზეც აქ შეკრებულები საუბრობენ
მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა ჩხოროწყუში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარის გოგა გულოდრავას და საქართველოს პარლამენტის წევრის ჯუმბერ იზორიას ბიუროსთან საპროტესტო აქცია-პერფომანსი გამართეს.
“შეცვალეს” აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ბიუროსთან სიმბოლურად ბენზინი და 7 კოლოფი სიგარეტი მიიტანეს, რომელიც მათი განცხადებით ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული გზითაა შემოტანილი და თავისუფლად იყიდება. მათ დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.
ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილმა უფროსმა და უკვე საქართველოს პარლამენტის ახალმა წევრმა ჯუბმერ იზორიამ აღნიშნულ აქციას მართული და პროვიკაციული ქმედება უწოდა. ამასთან, მან აქციის მონაწილეების თანდასწრებით, მედიის საშუალებით ყველა შესაბამის ორგანოს მოუწოდა, რომ ყველა სავარაუდო კონტრაბანდის ფაქტი, არსებობის შემთხვევაში, დაუყონებლივ გამოიძიონ, რომელზეც აქციის მონაწილეები საუბრობდნენ.