გახარია იზორიას ძმის საქმეზე: რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი და ამას არ აქვს არანაირი გამართლება
“რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი, ამას არ აქვს არანაირი გამართლება”, – ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ძმის საქმეს ეხება.
მთავრობის მეთაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის, რაც კადრებშია ასახული უკიდურესად მიუღებელია.
„იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, ატარებენ ფორმას, პოლიციელები ყოველდღიურად, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე”, – განაცხადა გახარიამ.