გიორგი გახარია სენატორების წერილზე: მწვავე შეკითხვების არასოდეს შეგვშინებია, ყოველთვის მზად ვიყავით მწვავე კითხვებზე შესაბამისი პასუხები გაგვეცა
მწვავე შეკითხვების არასოდეს შეგვშინებია, ყოველთვის მზად ვიყავით მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაგვეცა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის ჯეიმს რიშისა და კომიტეტის წევრის ჯინ შაჰინის მიერ გამოგზავნილ წერილს.
გახარიას თქმით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
“ჩვენი მწვავე შეკითხვების არასოდეს შეგვშინებია. ყოველთვის მზად ვიყავით ამ მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაგვეცა. არ დავიწყებ გარჩევას, სხვადასხვა წერილები იყო სხვადასხვა აქცენტებით. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც იცით, გუშინ, საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩი ჩამობრძანდა, უახლოეს პერიოდში პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრება. გარწმუნებთ, ჩვენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უაღრესად აქტიურები, ეფექტურები და ობიექტურები ვიქნებით. მოგეხსენებათ, აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები წერილში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.