რუსეთის ავიაციამ იდლიბში საავადმყოფოსა და პურის საცხობზე იერიში მიიტანა, სულ მცირე 10 დაღუპულია

რუსეთის ავიაციამ იდლიბში, გვიან ღამით, საავადმყოფო და პურის საცხობი დაბომბა.

Anadolu ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაიერიშებს, სულ მცირე, 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 37 დაშავდა.

იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 4 ადამიანი საავადმყოფოს ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაიღუპა.

სამძებრო სამუშაოები გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები