მამუკა მდინარაძე წერილებზე: ბიძინა ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ მათ ციხეში გაუშვებს

ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომელიც კრიტიკას საფუძვლად დაედო, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ გამოგზავნილ წერილებს, სადაც ისინი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

მდინარაძის თქმით, აშშ-ში უახლოეს ხანებში ვიზიტებია დაგეგმილი, სადაც კონკრეტული თემები დაზუსტებით გაირკვევა.

“ბუნებაში არ არსებობს რამდენიმე ფაქტი, რაც სამწუხაროდ, კრიტიკას საფუძვლად დაედო. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ მათ ციხეში გაუშვებს, ეს აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზაა. უფრო დაზუსტებით ეს კონკრეტული თემები რაზეც საუბარი იყო გაირკვევა ჩვენს ვიზიტში, რომელიც უახლოეს მომავალში აშშ-ია დაგეგმილი და იმედი გვაქვს, რომ მათი პოზიცია, ვინც დღეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩევა სახელმწიფო დეპარტამენტის ცოტა ხნის წინანდელ პოზიციას დაემთხვევა, რომელიც აბსოლუტურად პოზიტიურია”,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები