ავტომატი, ვაზნები და მარიხუანა – ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი პირი დააკავეს
ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ გუმაში (შრომა) 1968 წელს დაბადებული, გენადი კიკირნეევი დააკავეს, რომელსაც კალაშნიკოვის ავტომატი და 10 ვაზნა უპოვეს.
ცეცხლსასროლი იარაღი მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს.
გარდა ამისა, ჩხრეკის დროს 22,161 გრ მარიხუანაა ამოღებული.
ე.წ. ექსპერტების დასკვნით, იარაღი გამართულია და ვაზნები საბრძოლოა.
დაკავების მომენტში კიკირნეევი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, ის 15 დღით დააკავეს.
გამოძიება გრძელდება.